|
2022-06-27 17:27:54, 2141 ნახვა
სამხედრო
კადეტთა ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2022-2023 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 6 ივლისამდე ექნებათ. წელს პირველად, მოსწავლეების რეგისტრაცია ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თბილისში, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაციისთვის მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს და საბუთების მიმღებ კომისიას ვებ-გვერდზე მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი წარუდგინოს. რეგისტრაციის შემდეგ, მოსწავლემ ლიცეუმში ჩასარიცხად გამოცდები უნდა ჩააბაროს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს. გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდება 9 და 10 ივლისს მათემატიკასა და ზოგად უნარებში. მოსწავლეთა მიღების კოორდინირებისა და გამჭვირვალობის მიზნით, კომისიაზე მოვლინებულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)