16:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 19:16:27, 823 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთ მინისტრი ეწვია

 თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრის ნურეტინ ჩანილიკის ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო სტუმარს და თურქული დელეგაციის წევრებს აეროპორტში  ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

თურქეთის დელეგაციაში, საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრის გარდა, არიან მინისტრის მოადგილე, ევროკავშირისა და საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარე, საბაჟოს გენერალური დირექტორი, თურქეთის საბაჟოს ატაშე ბათუმში და სხვა ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრების პირისპირ შეხვედრა, აგრეთვე საბაჟო და საგადასახადო ინფრასტრუქტურის დათვალიერება.  თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრი თურქეთის საელჩოში შეხვედრას გამართავს თურქ ბიზნესმენებთან.

მხარეები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics