12:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 01:38:52, 13223 ნახვა

High - Tech
მოთამაშე პერსონაჟის სქესს და სექსუალურ ორიენტაციას თავად აირჩევს

კომპანია Ubisoft - მა ვიდეოთამაშების წლის მოვლენა "Assassin's Creed Valhalla"-ს თრეილერი გვიჩვენა. როგორც თამაშის წინა სეზონში, რომელსაც Odyssey ერქვა, მოთამაშეები პერსონაჟის სქესს და გარეგნობას თავად აირჩევენ. ამასთან Valhalla - ში ახალი ფუნქციები გაჩნდა, რომლებიც თამაშის დეტალებს ეხება. ახალი სეზონის სცენარისტის დერბი მაკდევიდის თქმით მოთამაშე გარეგნობასთან ერთად "ავატარის" სექსუალურ ორიენტაციასაც აირჩევს, რაც თამაშის სცენარს უმნიშვნელოდ შეცვლის.

"Valhalla - ს მსოფლიოს რუკაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაიცნოთ პერსონაჟები და ააწყოთ მათთან ურთიერთობები, რომლების ხასიათი მხოლოდ თქვენს ნებაზე იქნება დამოკიდებული",-თქვა სცენარის ერთ-ერთმა ავტორმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი Assassin's Creed-ის სიუჟეტი 870 წლებში, ვიკინგების დიდებულ დროში ვითარდება. ნორვეგიელი მეომრები ცივ და იმ დროში გამოუსადეგარ მიწებს ტოვებენ და უფრო მიმზიდველ და ცხოვრებისთვის კომფორტულ ინგლისში იხიზნებიან, მაგრამ ადგილზე ჩასულ ვიკინგებს სისხლიან დახვედრას უწყობენ.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics