2020-04-23 15:11:25, 5772 ნახვა
Lifestyle
სემ სმიტი : დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი დავამარცხე
"გრემის","ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" მფლობელი 27 წლის ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი სემ სმიტი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა. არტისტს ანალიზენბი არ ჩაუბარებია, მაგრამ ის 100% დარწმუნებულია, რომ "ეს ის იყო".
"COVID-19-ისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი მქონდა,მაგრამ ანალიზები არ ჩამიბარებია. ექიმების რეკომენდაციით თვითიზოლაციაში 2 კვირის მანძილზე ვიმყოფებოდი",-წერს სმიტი საკუთარ "ტვიტერში".
3 დღის წინ სემ სმიტმა და დემი ლოვატომ დუეტი I’m Ready წარადგინეს.
მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სემ სმიტის სტუდიური ალბომის გამოშვება დაუზუსტებელი დროით პანდემიის გამო გადაიდო.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან