2020-04-12 15:28:17, 5230 ნახვა
Lifestyle
პრინცი ჰარი სამეფო გვარს დოკუმენტებში აღარ ხმარობს
ინგლისელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ პრინცი ჰარი საკუთარ სამეფო გვარს ოფიციალურ დოკუმენტებში აღარ ხმარობს.
კანადაში, შემდეგ კი აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის მერე პრინცი ჰარი საკუთარ გვარს, "მაუნტბეტტენ-უინდზორი" დოკუმენტებში არ ხმარობს-წერს The Mirror.
ჟურნალისტებისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ , როცა პრინცი თვითმფრინავის ბილეთებს ყიდულობდა, ის საკუთარი სახელის დაწერისას "უინდზორი"-ს გარეშე უთითებდა.
The Sun-მა მოიპოვა პრინცის ავიაბილეთის ელექტრონული ვესსია, სადაც მისი გვარი შემდეგნაირად წერია "პრინცი ჰარი ჩარლზ ალბერტ დევიდ სასექსის ჰერცოგი".
თუმცა The Mirror წერს, რომ ჰარი ასე პირველად არ იქცევა-ჯარში და სკოლაში დოკუმენტებში ის "ჩარლზ უელსი" იყო.

ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან