09:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 22:15:24, 7643 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსუნარუს ტესტირების შედეგად ორგანიზმში კორონავირუსის არსებობა დაუდგინდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „Journal O dia” ავრცელებს. ბრაზილიური მასმედია ადასტურებს ინფორმაციას ჟაირ ბოლსუნარუს ინფიცირების შესახებ, თუმცა ამას მისი შვილი უარყოფს. 

პრეზიდენტის დაავადებამდე, მისმა შვილმა ჟაილ ბოლსუნარუმ ტელემიმართვა გაავრცელა, სადაც კორონავირუსის არსებობის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა და მოუწოდა პანიკას არ აყოლოდნენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის დამხმარე, ფაბიო ვაინგარენტას ორგანიზმში კორონავირუსის არსებობა დაუდგინდა. როგორც გაირკვა ფაბიო პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა ფლორიდაში ვიზიტისას. 

პრეზიდენტის დამხმარე, ფაბიო 8 მარტს ამერიკის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტთან მაიკლ პენსოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს.

მინისტრები და მრჩეველები , რომლებიც ბრაზილიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსუნარუსთან ერთად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics