20:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 16:12:05, 12181 ნახვა

High - Tech
VAIO დაბრუნდა და მრავალპორტიანი ნოუთბუქი წარადგინა

ლეგენდარული ბრენდი "ვაიო"  "სონის" აღარ ეკუთვნის, მაგრამ საკუთარი სტილი მაინც შეინარჩუნა ახალ ნოუთბუქს SX12 გვიჩვენებს. კომპიუტერს 12.5 ინჩიანი Full HD ეკრანი და პორტების ფართო ასორტიმენტი გააჩნია. ნოუთბუქის პროცესორი ქვეყნების მიხედვით სხვადასხვანაირი ექნება (Celeron 4205U ან i7-8565U), მაგრამ "ვაიო არ აზუსტებს რა ქვეყანაში რა პროცესორებიან კომპიუტერებს გაყიდის. ცვალებადია ოპერატიული მეხსიერებაც-მისი მოცულობა უმცროს მოდელში 4, ხოლო ტოპ კონფიგურაციაში 16 გიგაბაიტს აღწევს. 
და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი-ნოუთბუქი 888 გრამს იწონის,მაგრამ მას 9 პორტი გააჩნია! სამი USB-A, USB-C (DisplayPort 1.2,რომლითაც ნოუთბუქის დატენვაა შესაძლებელი), HDMI, VGA, RJ-45, ყურსასმენის აუდიოპორტი 3.5მმ, SD წამკითხველი ამ ყველაფერთან ერთად ნოუთბუქს SIM ბარათის "სლოტიც" გააჩნია.
VAIO SX12 პირველად იაპონიაში გაიყიდება, მისი ფასი 1100$-დან 2000$-მდე კონფიგურაციის მიხედვით მერყეობს.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics