15:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-06 13:22:47, 1770 ნახვა

კომენტარი
წითლიძე - ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი

“ევროკავშირის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც პირველივე დღიდან ვამბობდით — ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო ე.წ. არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი. ქვეყანაში არ ჩატარებულა არჩევნები  - ეს იყო რუსული სპეცოპერაცია.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ ევროკავშირის განცხადებაზე

 “ევროკავშირის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით პირველი დღიდან, რომ ერთადერთი და სწორი გამოსავალი იყო ე.წ არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი, არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა, რომ იყო გაყალბებული და რომ 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ რუსული სპეცოპერაცია არჩევნების სახით, რომელსაც არ აკვირდებოდა არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს გამოხმაურება არის აბსოლუტურად ლოგიკური, 4 ოქტომბრამდე მათ არაერთი განცხადება გაუკეთებიათ, რომ დიქტატორულ პირობებში არ არსებობ არანაირი არჩევნები და ახლაც ეს არჩევნები ყველანაირი დემოკრატიული ნორმის გარეშე ჩატარდა და ეს უნდა იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლებმაც მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ შეცდომას უშვებდნენ ამ არჩევნებში შესვლით, რეალურად ამ გაკვეთილისგან ისწავლონ, რომ ის შედეგები, რაც დაუწერა “ოცნებამ” ბევრ რამეზე მეტყველებს ამ პროცესში. რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა.” - განაცხადა ანა წითლიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics