11:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 17:14:04, 3129 ნახვა

Lifestyle
ჰოლოვუდის მსახიობმა ჯიმ ქერიმ წყალტუბოში გადაღებული ფოტოს NFT შეიძინა

 ამერიკელმა კომედიანტმა ჯიმ ქერიმ, წყალტუბოში გადაღებული ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს მისი პირველი NFT-ა

"ეს მაჩერებს. ჯეიმს ჯოისმა თქვა, რომ კარგი იყო. მადლობა. ბუნების დახვეწილი და დაუნდობელი გადახედვის ზუსტად აღსაბეჭდად. სხვათა შორის, შენ ხარ ჩემი პირველი NFT." -წერს ჯიმ ქერი.

„ერთგულება“ არის ნაწყვეტი რაიან კუპმანსის და ალისა ვექსელის გენეზის პროექტიდან „ველური შიგნით“. ამ სერიას ახალი სიცოცხლე შემოაქვს წარსული საბჭოთა ეპოქის მიტოვებულ შენობებში. რეალურ სამყაროში არსებულ ფიზიკურ სივრცეებზე დაყრდნობით, შეიქმნა ანიმაციური აღორძინება ციფრულ სფეროში. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ქალაქი წყალტუბო იყო პოპულარული სამკურნალო ადგილი, რომელიც განთქმული იყო სამკურნალო წყლითა და მდიდრული სანატორიუმებით. 1940-1980-იან წლებში ათასობით ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის სტალინი და მისი მაღალჩინოსნები მოსკოვიდან." წერია NFT-ის აღწერაში.

ერთ-ერთი პირველი NFT პროექტი 2017 წლით თარიღდება. კომპიუტერულ თამაშში CryptoKitties ვიღაცეებმა ვირტუალური კნუტების მოშენება დაიწყეს . ხალხს იდეა მოეწონა. იმდენად, რომ ზოგმა თავის კატაში 100 ათასი დოლარი იშოვა. თუ ხდებით NFT–ს (Non fungible token - შეუცვლელი, ჩაუნაცვლებელი ტოკენის) პატრონი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ და მხოლოდ თქვენ ფლობთ მას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics