2015-06-19 11:51:50, 583 ნახვა
სამართალი
სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილ პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის შეფარდებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.
კერძოდ, პროკურატურა თითოეულისთვის 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
ბრალდების მხარის განცხადებით, არ არსებობს საფრთხე მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების საერთოდ გაუქმებას ითხოვენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან