2015-06-17 15:54:22, 544 ნახვა
სამართალი
შსს-მ სტიქიის შედეგად გარდაცვლილ და დაკარგულ პირებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიის შედეგად გარდაცვლილ და დაკარგულ პირებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაიწყო.
გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.
ამასთან, ცნობისთვის, პროკურატურამ მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოიძება დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან