15:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 12:16:32, 389 ნახვა

სამართალი
პროკურატურა დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას საქართველოში  ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურისთვის უცნობია  გარემოებები, რომლებიც საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში მიიღო.

ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს საერთოდ არ განხილულა ახალაიას ბრალეულობის საკითხი, ვინაიდან, მათივე თქმით, აღნიშნულს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ექსტრადიციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს.

„2015 წლის 24 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პატრას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ. სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო დავით ახალაიას ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივარი პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს პროკურატურისათვის ამ ეტაპზე უცნობია  გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღო საბერძნეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავარ პროკურატურას სურს ცალსახად განაცხადოს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს საერთოდ არ განხილულა დ. ახალაიას ბრალეულობის საკითხი, ვინაიდან აღნიშნულს არ ითვალისწინებს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები.

კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალეულობის საკითხის განუხილველობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირის მიმართ არსებული მტიკცებულებების შეფასება და პირის ბრალეულობის განსაზღვრა წარმოადგენს არა ექსტრადიციის განმხილველი, არამედ ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოს  სასამართლო ორგანოების პრეროგატივას“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics