21:09 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 18:13:43, 612 ნახვა

სამართალი
გია გოგაძე: უკრაინისგან ზურაბ ადეიშვილზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია

მთავარი პროკურორის მოადგილის გია გოგაძის მტკიცებით, ქართული მხარე ყველა სახელმწიფოს მიმართავს, სადაც ზურაბ ადეიშვილი იმყოფება, დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ. 

გოგაძის თქმით, შესაბამისი თხოვნით  უკრაინასაც მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

„ზურაბ ადეიშვილზე  წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული ძებნა.  ჩვენ ყველა სახელმწიფოს მივმართავთ, სადაც კი გავიგებთ, რომ ეს პიროვნება იმყოფება, რომ მათზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულონ, რათა ადეიშვილი დაკავებული და გადმოცემული იქნას  საქართველოსთვის. ჩვენ, ყველა სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის უკრაინასთანაც. მათ უკვე მივმართეთ შესაბამისი მოთხოვნით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, – აღნიშნა გოგაძემ. 

რაც შეეხება კითხვას, უკრაინის ასეთ ქმედებაზე ახდენს თუ არა უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, გოგაძემ უპასუხა: „ეს საქმე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის დონეზე არ წყდება“.  

შეგახსენებთ, გადაცემა "არჩევანში“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ განაცხადა, რომ  საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს.

ამასთან,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის,  არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით,  უკრაინული მხარისთვის  საქართველოს ყველა დოკუმენტაცია აქვს გადაგზავნილი და ადეიშვილის  გადაადგილებაზე გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics