23:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 15:23:48, 906 ნახვა

პოლიტიკა
კახიშვილი: სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუკი იური ვაზაგაშვილის საქმეზე დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადაურჩებიან

„სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუ კი ის პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, მართლმსაჯულებას გადაურჩებიან“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახი კახიშვილმა იური ვაზაგაშვილის დაღუპვის კომენტირებისას განაცხადა.

კახიშვილი იმედოვნებს, რომ დანაშაული უმოკლეს ვადაში გაიხსნება და დამნაშავეები კანონის ფარგლებში, მაგრამ უმკაცრესად დაისჯებიან.

„ეს თუ სიმართლეა, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუკი ის პირები, რომლებმაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს, გადაურჩებიან მართლმსაჯულებას. როდესაც წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობდით, ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას. ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ამდენი წლის კაცი ვარ, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, პროკურატურაში, სასჯელაღსრულებაში ინფორმაციებთან დაკავშირებით და ამ ფაქტმა დამბურძგლა. იმედს ვიტოვებ, უმოკლეს ვადაში ეს დანაშაული გაიხსნება და დამნაშავე პირები, კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად იქნებიან დასჯილი იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეს გარანტია, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ცნობისთვის,  იური ვაზაგაშვილი მისი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics