2015-04-26 16:38:49, 560 ნახვა
სამხედრო
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე მის ხსოვნას პატივი ქაშუეთის ეკლესიაში მიაგეს. სამოქალაქო პანაშვიდზე უკრაინის ელჩი და ქართველი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან