00:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 17:59:22, 398 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრების საკითხი პრეზიდენტის მოსაგვარებელია

"ველი, რომ პრემიერთან უფრო ეფექტიანი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში,  პრეზიდენტი მოახერხებს, რომ  მომავალ წელს აქ აღარ იქნება ცარიელი სკამები",-ამის შესახებ ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარის მოადგილე თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მოხსენებაზე მთავრობის დასწრების საკითხი სწორედ პრეზიდენტის მოსაგვარებელია.
"მინდა გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვისაც თვალში ცუდად ხვდება ცარიელი სკამები და მეც ნამდვილად ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად თვალში ხვდება ცარიელი სკამები.მე ველი, რომ პრეზიდენტი მოახერხებს მომავალ წელს უფრო ეფექტიანი და შედეგიანი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში საქართველოს  დღევანდელი მართველი გუნდის ლიდერთან პრემიერთან, რომ აქ აღარ იქნება ცარიელი სკამები.საქართველოს მოსახლეობას არ აინეტრესებს ამას როგორ მოახერხებს ქვეყნის პრეზიდენტი,მოსახლეობას სჭირდება შედეგები და ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მოსაგვარებელია.
შედეგი, ძალიან ნიშვნელოვანია,  რადგან 1 თვის განმავლობაში ქართული მედია საუბრობდა არა იმაზე, რა იქნებოდა პრეზიდენტის აქცენტები,,  რაზე ისაუბრებდა ქვეყნის პირველი პირი,   არამედ საუბარი იყო იმაზე, რომელ სკამზე რომელი ადამიანი, რომელ საათზე, რომელ წუთზე დაჯდებოდა, თუ არ დაჯდებოდა.ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში და ყველამ ერთად,  ჩვენც- პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმაც,   მედიამაც -ყველამ უნდა ვილაპარაკოთ იმ თემებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს და არა იმაზე, რასაც მოვიგონებთ, შევქმნით და ეს გახდება  ხოლმე მთელი იმ აურზაურის მიზეზი, რომლის მონაწილეც ყველა ჩვენ ერთად ვართ.დიდი იმედი მაქვს, ეს არაფრისთვის საუბარი წელს ამ გამოსვლით დასრულდება და მომავალი წლიდან სხვაგვარ ვითარებას მივიღებთ",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics