17:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 17:29:09, 444 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ნინო გვენეტაძე საუკეთესო მაგალითია იმ არჩევანის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს

ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარის მოადგილე თინა ხიდაშელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურის არჩევისთვის მადლობას უხდის.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძე საუკეთესო მაგალითია იმ არჩევანის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ნინო გვენეტაძე არის უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარე და საუკეთესო მაგალითია იმ არჩევანის, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. არჩევანის კვალიფიკაციის სასარგებლოდ, წარმატებული ადამიანების სასარგებლოდ, ადამიანების, რომლებიც მზად არიან, იბრძოლონ ბოლომდე მაშინაც, როდესაც პრინციპში ვითარება სასოწარკვეთილია და შესაძლოა, არც კი ჩანს რაიმე იმედი.მაგრამ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები მაინც იბრძვიან. ეს იმედი ყოველთვის იმარჯვებს და ასევე არჩევანი ძლიერი ქალის. ამიტომ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნინოს  ამ ბრძოლისთვის და პრეზიდენტს ამ არჩევანისთვის",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics