03:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 13:03:01, 326 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები იყო - საქართველოს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით და წამყვანი პოზიციები მსოფლიოს ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების შეფასებებში.

პრემიერმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ელექტრონული ვიზების სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის თებერვლიდან ამოქმედდა და აღნიშნა, რომ მოკლევადიანი ტურისტული ან საქმიანი ვიზის მიღება, საკონსულოში მისვლის გარეშე, სპეციალური პორტალის მეშვეობით არის შესაძლებელი.

საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა იმ ქვეყნებთან, რომელთა წარომადგენლებიც დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გლობალური პარტნიორობის განვითარება აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბისა და წყნარი ოკეანის რეგიონებთან, საქართველოსთვის პრიორიტეტულია. აღნიშნულ კონტექსტში პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს საელჩოები გაიხსნა მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ეთიოპიაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გაერო-ში კაბო ვერდეს რესპუბლიკის, გრენადის, გვინეის რესპუბლიკის, იამაიკის, ტიმორ-ლესტეს, ტონგას სამეფოს და უგანდის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლები  დაესწრნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კახა იმნაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics