00:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 13:42:53, 497 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდა, ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთონ

„გარწმუნებთ, დაუფიქრებლად არ გავაკეთებთ არაფერს, რომ ერთი სიკეთის შემოტანით, მეორე უფრო დიდი სიკეთე დავაზიანოთ“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მეტი განმარტების გაკეთებას ეხებოდა.

 

მისი თქმით, მთავრობის მიზანია, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოს.

ჰესის მშენებლობა კი, პრემიერის განმარტებით, გარემოს არ აზიანებს და არც მოქალაქეების უფლებებს არღვევს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდა, ნებისმიერი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს.

„ადამიანებს, რომლებიც ჰესების მშენებლობას სკეპტიკურად უყურებენ, რომლებიც არც გარემოს არ აზიანებს და მითუმეტეს, მოქალაქეების უფლებებს არ არღვევს. თუ განმარტება არ არის საკმარისი, მოვუწოდებ ენერგეტიკისა და  გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ ნებისმიერ ჰესთან მიმართებაში, განმარტება გააკეთონ.  ჩვენ არასდროს განმარტებაზე უარი არ გვითქვამს.  რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, თითოეული ჰესის მშენებლობის დროს, ის არის ძალიან ჩასაფრებული. აქ მთელ პროცედურებს გადიან ინვესტორები. გარწმუნებთ, ჩვენ ისე არ გავაკეთებთ არაფერს, დაუფიქრებლად და გაუაზრებლად, რომ ერთი  სიკეთის შემოტანით, მეორე უფრო დიდი სიკეთე დავაზიანოთ.  პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი სიკეთე შევქმნათ.  შეიძლება რაღაც სიკეთე დაზიანდეს, მაგრამ ეს ყველაფერი შეფარდებითია და შედარებითია. რაც მთავარია. ეს უნდა იყოს მიმართული მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგო უსაფრთხოება ეს არის ნომერ პირველი ამოცანა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობის მიზნით, ჰესები უნდა აშენდეს, ოღონდ  ეს ყველაფერი  ისე უნდა განხორციელდეს, რომ   გარემოზე ზემოქმედება შესწავლილი იყოს და რაიმე ტიპის კატასტროფა არ მოხდეს. 

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმ ადამიანებთან შეხვედრას გეგმავს, რომლებიც  ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.

  „ღვთისგან ბოძებული რესურსები გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.  ჩვენ ამ ეტაპზე ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%–ს ვიყენებთ.  გვაქვს 26 000 მდინარე და უნიკალური საშუალებები. ასე, რომ ჰესები უნდა ავაშენოთ, უნდა ავაშენოთ მეტი საწარმოები, ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, პროცედურების დაცვით და ისე, რომ გარემოს ზემოქმედება იქნას შესწავლილი და თავიდან ავიცილოთ რაიმე კატასტროფა. ხუდონზე ვმუშაობთ.  მოსალხეობას განვუმარტავთ, ენერგეტიკის მინისტრი ჩავა, თუ საჭიროა მეც პირადად შევხვდები იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აწყობთ ჰესის მშენებლობა. მთავარი არის კომუნიკაცია. მათ უნდა განვუმარტოთ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ დღეს, რომ რამდენიმე ძლიერი ჰესი არ გვქონოდა, საქართველოში დიდი პრობლემები იქნებოდა“, – აღნიშნა პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics