2015-03-11 15:19:05, 322 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამწუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება. შეხვედრაში ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობენ. ამასთან, შეხვედრას ესწრებიან განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშრებულ საკითხებზე იქნება საუბარი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან