16:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 19:09:16, 346 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, ქართულ მხარეს მოლდოვას თავდაცვის მინისტრმა ვიორელ ციბოტარუმ უმასპინძლა.

მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართა თავდაცვის სახელმწიფო მდივანთან აურელ ფონდოსთან და ეროვნული არმიის მთავარი შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ იგორ გორგანთან.

შეხვედრებისას საუბარი მოლდოვასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, ასევე რეგიონალურ და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.

შეხვედრების ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის 2015 წლის გეგმას.

მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა და ევრო-ინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics