13:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 16:43:51, 430 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურაზე უმრავლესობას დათანხმება უჭირს ხოლმე

„გაერთიანებული დემოკრატები“ ვარაუდობენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას ნინო გვენეტაძეს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
როგორც პარლამენტის  ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ თავჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებს, თავჯდომარის მოვალეობას ზაზა მეიშვილი შეასრულებს, რომელიც, მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა.
„პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურაზე უმრავლესობას ძალიან უჭირს ხოლმე დათანხმება. ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ალბათ ჩააგდებენ. კიდევ მივიღებთ ნაციონალური–ოცნების ალიანსს. თუ პარლამენტი ახალი მოსამართლის კანდიდატურას არ დაამტკიცებს, იქნება კოტე კუბლაშვილის შემცვლელი ზაზა მეიშვილი, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ასრულებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დაკვეთებს“, – აღნიშნა გოგუაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც  უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურისთვის ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.   სხდომაზე 6 დეპუტატი გამოცხადდა, თუმცა ქვორუმით 8 კაცი იყო გათვალისწინებული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გვენეტაძის მოსმენა ხვალ, 12:00 საათზე  ჩაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics