17:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 09:59:49, 277 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა კიევში ვიზიტის ფარგლებში, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა  უკრაინელ კოლეგასთან პეტრო პოროშენკოსთან გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას  მხარეებმა  ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ლიდერებმა გუშინ  ხარკოვში მომხდარ აფეთქებაზეც ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს  საზარელი შემთხვევის გამო მიუსამძიმრა.  აღინიშნა დღევანდელი  ღონისძიების-„ღირსების მარშის“ მნიშვნელობა.

„ბედნიერები ვართ, იმის ხილვით, თუ როგორი ერთიანი იყო დღეს უკრაინა; და არა მხოლოდ უკრაინა, არამედ უკრაინის ყველა მეგობარი გაერთიანდა იმ ღირებულებებისათვის, რომელთაც თქვენ ასე მტკიცედ იცავთ. ეს იყო შთამბეჭდავი დღე, არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ, მე მჯერა, ყველასათვის, ვინც მონაწილეობდა  „ღირსების მარშში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი აფასებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო დელეგაციის მონაწილეობა დღეს კიევში გამართულ ღონისძიებებში.

შეხვედრის  ძირითადი თემა უკრაინაში შექმნილი ვათარება, ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით საქართველოსა და უკრაინის გამოცდილების პარალელებს. პეტრო პოროშენკომ გიორგი მარგველაშვილს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენები გააცნო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს სახელმწიფოთა თანადგომის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო უკრაინა-საქართველოს საერთო ინტერესებს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზებზე, ასევე რიგის სამიტის საერთო პერსპექტივებზე.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რაზეც პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს საქართველოში სტუმრობის და აუცილებლად ეწვევა თბილისს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა. 


-





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics