17:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 16:26:58, 355 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე ახსნა-განმარტებებს აკეთებს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, ნატო-სთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე, ახსნა-განმარტებებს აკეთებს.
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, საუბარია საქართველოში არა ნატო-ს საბრძოლო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე, არამედ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნაზე.ზურაბ აბაშიძეს არ ესმის, მისმა ნათქვამმა აჟიოტაჟი რატომ გამოიწვია.
მისივე მტკიცებით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
"ხელში მიჭირავს ახლა ჩემი ნათქვამი და გავიმეორებ, რომ საუბარი არ არის საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის, სამხედრო საბრძოლო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე.საუბარია ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნაზე.მემგონი სხვაობა აბსოლუტურად ნათელია. რატომ გამოიწვია ამან დისკუსია ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.მე ასევე ვთქვი, რომ ჩვენი სუვერენული უფლებაა, ავირჩიოთ იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რომელთანაც ჩვენ საჭიროდ ვთვლით.ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია რა თქამა უნდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული  მიმართულებაა და ეს ჩემი კომენტარი გარკვეულწილად პასუხი იყო ლავროვის გუშინდელ განცხადებაზე.ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურასა და და საქართველო -ნატოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს შორის დიდი სხვაობა",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება კრიტიკას  მის კიდევ ერთ განცხადებაზე,  რომლის თანახმადაც, ბრიუსელში, მოსკოვში, თბილისში კარგად იციან, რომ  დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება  დღის წესრიგში არ დგას, აბაშიძე ასე პასუხობს:
"ჩემს განცხადებას ნუ მივაბამთ ისეთ რაღაცას, რაც არანაირად არ იყო ნათქვამი. ვთქვი, რომ დღევანდელი და ხვალინდელი დღის პექრსპექტივა არ არის ნატო-ში გაწევრიანება.გადაწყვეტილება სტრატგიული მიღებულია ნატო-ს სამიტზე, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება, მაგრამ ის რომ დღეს მოხდება და ხვალ მოხდება, ეს ასე არაა. ეს რეალობაა",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics