15:02 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-04 10:40:39, 530 ნახვა

სპორტი
ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია

პარიზის პარალიმპიადის მეექვსე დღეს საქართველომ კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი (კატეგორია A) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი ბრიანა ვიდე ანგარიშით 15:11 დაამარცხა.

ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია.

ნინა თიბილაშვილის ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების მეშვიდე მედალია. აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილი პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც ორ სხვადასხვა პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო - ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა კიდევ ერთმა ეტლით მოფარიკავემ - ირმა ხეცურიანმა (კატეგორია B ), რომელმაც პარალიმპიადა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

4 თებერვალს ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ძალას რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული კი R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics