01:55 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-05 15:18:00, 811 ნახვა

საზოგადოება
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ

" ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ: საზოგადოება და არა მარტო საზოგადოება - მსოფლიო, სახელმწიფოც, პოზიციაც და ოპოზიციაც."- ამბობს საკვირაო ქადაგებისას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.

"მომავალში, რა თქმა უნდა, მოხდება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მე ამაზე ვერაფერს გეტყვით, ამას სინოდი გადაწყვეტს. წინასწარ მეც არ ვიცი არაფერი. ღმერთმა ინებოს, რომ ღირსეული ეპისკოპოსი გახდეს საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი. მე ასე ვლოცულობ და თქვენც ასე მოგიწოდებთ. მინდა გითხრათ ისიც, რომ გაცილებით ძნელი იქნება დღეს პატრიარქობა, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო. მას მაინც ჰქონდა, თავიდანვე ორგანიზაციული საკითხები, სულიერი საკითხები იმდენად მოგვარებული იყო, რომ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მან კარგად იცოდა ყველანაირი ურთიერთობები, კომუნიკაცია და ა.შ. მაგრამ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ: საზოგადოება და არა მარტო საზოგადოება - მსოფლიო, სახელმწიფოც, პოზიციაც და ოპოზიციაც. ამიტომ არის ძალიან რთული და მე შევთხოვ ღმერთს, რომ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს მიეცი გონება, ნიჭი, ძალა, სულიერება და ყველაფერი მიეცი, რაც შეიძლება, რომ ეკლესიის წინამძღვარს ჰქონდეს. ასევე მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, რომ ილოცეთ მომავალი პატრიარქისთვის, რომ ჭეშმარიტად და ღირსეულად განაგრძოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი... თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ძნელი მომავალი იქნება ჩვენი მომავალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის... " - ამბობს საკვირაო ქადაგებისას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები

 3 აპრილს გამართული სინოდის სხდომის დადგენილებით, პატრიარქობის სამ კანდიდატს 24 აპრილს, სინოდის სხდომაზე დაასახელებენ. ამის შემდეგ სამების საპატრიარქო ტაძარში შედგება გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აირჩევენ. პატრიარქის არჩევისას ხმის დამთვლელ კომისიას მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics