2026-04-09 16:39:12, 1133 ნახვა
პოლიტიკა
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
"პირველების" ინფორმაციით, შუახნის კაცი, რომელსაც პოლიციამ ბორკილები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაადო, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ კაცი მაშინ დააკავა, როდესაც 9 აპრილის მემორიალთან "ქართული ოცნების" ლიდერების მიტანილ გვირგვინის გატანას ცდილობდა.
აქტივისტების თქმით, დაკავებულმა ბიძინა ივანიშვილს მოღალატე უწოდა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელს შეაგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,