2015-07-22 15:09:22, 860 ნახვა
Lifestyle
ალექსი პეტრიაშვილი: ხადური, კვირიკაშვილი, ჯავახიშვილი არ ყოფილხართ „იბიარდზე?
„ნოდარ ხადურს, გიორგი კვირიკაშვილს და ნოდარ ჯავახიშვილს ვეკითხები: თქვენც იტყვით, რო არ ყოფილხართ იბიარდზე?“,-ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის არასოდეს არ წავა „იბიარდზე, რადგან მეუღლის ერთგულია.
„ნოდარ ხადურს, გიორგი კვირიკაშვილს და ნოდარ ჯავახიშვილს ვეკითხები: თქვენც იტყვით, რო არ ყოფილხართ იბიარდზე? დათო უსუფაშვილმა საერთოდ პარლამენტის შენობა დაუთმო იბიარდს! ქვეყანაა თუ იბიარდი იბიარდომაწ“,-წერს ალექსი პეტრიაშვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან