01:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 19:56:41, 645 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კაპრალ  რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო. ის იცავდა მშვიდობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში, სადაც 2012 წელს მძიმედ დაიჭრა.
ჩვენი ექიმები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ნამდვილი ჯარისკაცისა და მამულიშვილის გადარჩენა. რამაზ დავითაიამ ჩვენს სამშობლოსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისათვის გაწირა თავი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რამაზ დავითაიას ოჯახს, ახლობლებს. მიგულეთ თქვენ გვერდით ამ განსაცდელის ჟამს“,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის  განცახდებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics