22:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 10:26:25, 862 ნახვა

სხვადასხვა
ფინანსთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება

ფინანსთა სამინისტროსთან  მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგელები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებენ.

„პირველი ჩვენი მოთხოვნა არის ფინანსთა მინისტრის გადადგომა. არავითარი "სავალუტო ფონდი." ბიძინა ივანიშვილმა ჩადოს დაპირებული მილიონები ქართულ ეკონომიკაში და ეს პრობლემაც მოგვარდება. დღეს ჩვენ შევეცდებით, ფინანსთა მინისტრს ცოტა დისკომფორტი შევუქმნათ. არა რაღაც ბუნდოვანი პასუხები, არამედ კონკრეტული, როდის დაუბრუნდება ლარი ისეთ კურსს, რომ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იქნება," - განაცხადა ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წევრმა ბეჟან გუნავამ.
ამასთან, აქციაზე იმყოფება „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა.
 აქციას „თავისუფალი საქართველოს“ ,  „რეფორმატორებისა“  და „ქრიასტიანული-დემოკრატიული მოძრაობის“  ლიდერები მართავენ.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics