18:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 17:10:14, 1457 ნახვა

სხვადასხვა
რუსეთმა გამოიტანა პირველი განაჩენი ე.წ ექსტრემისტულ ლგბტ მოძრაობაში საქმიანობისთვის

კუზბასში პატიმარს სასჯელი მას შემდეგ გაუხანგრძლივეს, რაც მას რუსეთში ექსტრემისტად აღიარებული არარსებული „ლგბტ მოძრაობის“ რიგებში სხვა მსჯავრდებულების ჩართვაში დაადანაშაულეს. მედიაზონამ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება.

ეს არის პირველი ცნობილი ნასამართლობა ლგბტ მუხლით. პატიმარი, რომლის ვინაობის გამჟღავნებაზეც გამოცემამ სასამართლოში უარი თქვა, სასჯელს ბავშვზე ძალადობისთვის იხდიდა. არ არის დაკონკრეტებული, როგორ არწმუნებდა ის მსჯავრდებულებს ლგბტ-ში მონაწილეობაზე.

პატიმარს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პირველი ვადის გათვალისწინებით, მსჯავრდებული 15 წელიწადს გაატარებს მაქსიმალური უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში, სადაც ამჟამად იმყოფება.

2022 წლის დეკემბრიდან რუსეთში აკრძალულია ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ეს გულისხმობს ჯარიმებს 400 ათას რუბლამდე ფიზიკური პირებისთვის და ხუთ მილიონ რუბლამდე ორგანიზაციებისთვის.
2023 წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროს სარჩელის შემდეგ, ცნო არარსებული საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა ექსტრემისტულად და აკრძალა მისი საქმიანობა ქვეყანაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics