|
2015-04-13 13:36:44, 676 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აღდგომის მომდევნო ორშაბათს - მიცვალებულთა ხსენების დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძემ, სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრი დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებსაც გაესაუბრა და აღგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძრვანელი პირები ძმათა სასაფლაოზე მდებარე აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედროთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. „სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობა მოვედით აქ, რათა პატივი მიგვეგო ჩვენი დაღუპული გმირებისთვის. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვეტყვი მათ ოჯახებს, რომ ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით და ყოველთვის, რითიც შეგვიძლია დავეხმარებით, იქნება ეს მათი შვილების სწავლა-განათლება თუ სხვა. ეს ჩვენი ვალია, რადგან მათ თავი დადეს საკუთარი სამშობლოს გულისთვის. ეს არა მარტო თავდაცვის სამინისტროს, არამედ თითოეული ჩვენგანის, ყველა მოქალაქის ვალია ამ გმირი ბიჭების ოჯახების მიმართ სოლიდარული იყოს“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდიდან თავდაცვის მინისტრმა და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ გადაინაცვლეს. მათ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა სიმბოლურ საფლავებზე ყვავილები დააწყეს. მუხათგვერდსა და ვაშლიჯვარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)