17:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 20:42:05, 942 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში საინჟინრო მესანგრეთა სიტუაციური სწავლება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო ბრიგადის სიტუაციური სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საინჟინრო-მესანგრეთა პირველი ბატალიონის სამხედროებმა დაბრკოლებათა კვანძი მოაწყვეს.  საჩვენებელი სწავლებით ორკვირიანი საველე მომზადება დასრულდა.  მასში  საინჟინრო ბრიგადის 122 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

საველე წვრთნებისას სამხედრო მოსამსახურეება  ისეთი საკითხები შეისწავლეს, როგორიცაა   საამფეთქებლო საქმე, საინჟინრო ღობურების მოწყობა, ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და შერეული ნაღმური ველების მოწყობა.

საჩვენებელი სწავლების სცენარის მიხედვით, საინჟინრო ბრიგადის სამხედროებს თავდაცვაში მყოფი ოცეულისთვის საინჟინრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინათ, რაც პირობითი მოწინააღმდეგისათვის სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებისა და დანაღმული ველების შექმნას გულისხმობდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics