13:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 15:48:12, 726 ნახვა

რეგიონი
შუახევში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

შუახევში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შუახევის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებმა - ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ გადასცეს.

“ომარ ტაკიძემ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა პედაგოგებსა და მშობლებს, რომლებმაც ახალგაზრდების წარმატებებში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ,  საბაზო საფეხურის მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის  მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics