2019-09-18 15:51:58, 24174 ნახვა
კულტურა
საქართველოში Billie Eilish-ის კონცერტი გაიმართება
საქართველოში ცნობილი ამერიკელი მომღერლის ბილი ეილიშის (Billie Eilish) კონცერტია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა.
როგორც ღონისძიების ანონსში ვკითხულობთ, კონცერტის ორგანიზატორი Tickets Online GROUP-ია.
"ბილი ეილიშის კონცერტი თბილისში, 2020 წლისარის დაგეგმილი. ბილეთები გაყიდვაში მომავალი წლის ზაფხულში შევა", - წერია ანონსში.
კონცერტის გამართვა "ექსპრესნიუსს" კომპანიაშიც დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რა ლოკაციაზე გაიმართება კონცერტი.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან