14:04 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 23:33:12, 1150 ნახვა

სპეციალური ანონსი
23 თებერვლის სპეციალური ანონსი

23 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმროში, „ჰოლიდეი ინნ“-ში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის ფორუმი გაიმართება, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. 
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

23 თებერვალს, 11:00 საათზე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში პრესისთვის ბრიფინგი გაიმართება. ოფისის წარმომადგენლები მიმოიხილავენ ნატოს 2017 წლის დღის წესრიგს და მის გავლენას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. მისიის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ უპასუხებს მედიის შეკითხვებს. 
მის: წინამძღვრიშვილის ქ. #162

23 თებერვალს, 11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნება. ღონისძიებას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრებიან.
მის.: ქავთარაძის ქ. #21ა 
საკონტაქტო პირი ანუკა წიკლაური - 599 296 050

23 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: მიმდინარე საკითხები.

23 თებერვალს, 11:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის. 
მის: მინდელის ქ. N9
საკონტაქო პირი თეიკო ანჯაფარიძე - 577 500 935 

23 თებერვალს, 11:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N301

23 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2

23 თებერვალს, 12:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ბრიფინგს გამართავს.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

23 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი რუმსში”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (EPRC) პროექტის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. 
თემა: ”ფერმერთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები და მათი შესაბამისობა DCFTA-ს მოთხოვნებთან”; ”შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მისი შესრულების მდგომარეობა საქართველოში”.

23 თებერვალს, 13:45 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი ჩამოვა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდება. 

23 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გაიმართება.

23 თებერვალს, 14:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ პარლამენტის წევრთა შეკრება გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N303

23 თებერვალს, 14:00 საათზე, კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის: თბილისი, პარლამენტის შიდა ეზო, ხარების სახელობის სამლოცველო

23 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოში უკრაინის საელჩოში ახლად დანიშნული ელჩის, იგორ დოლგოვის პრესკონფერენცია გაიმართება. 
მის: ჭავჭავაძის გამზ. #76 გ

23 თებერვალს, 15:15 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

23 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილსერვისიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი გაიმართება.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 12-კმ N6
საკონტაქტო ტელ: 599 299 338

23 თებერვალს, 19:00 საათზე, რონდელის ფონდში დისკუსია გაიმართება.
თემა: „რუსული ინფორმაციული და კიბერ ომი: აშშ-ის არჩევნები და მომავლის გამოწვევები". მოხსენებით წარდგებიან ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი, ნიუ-იორკის იუთიკა კოლეჯის ასოცირებული პროფესორი ხათუნა მშვიდობაძე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია. 
ღონისძიებას დაესწრებიან ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 
მის.: შიო ჩიტაძის ქ.#3ა
საკონტაქტო პირი მერი ბინიაშვილი - 599 17 00 13 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics