14:18 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 23:34:27, 545 ნახვა

სპეციალური ანონსი
10 იანვრის სპეციალური ანონსი

10 იანვარს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. 

10 იანვარს 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ოფისში ეკონომიკური მედია სკოლის მეექვსე ნაკადის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
მის: ჭავჭავაძის #5
საკონტაქტო პირი მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

10 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდება. 
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების 28 სამხედრო მოსამსახურეს ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენი გადაეცემა.
მის.: დავით აღმაშენებლის გამზ. #68

10 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამენტში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 იანვარს, 15:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალის მონაწილეთა სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის კენჭისყრა გაიმართება.

10 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის დაბადებიდან 125 წლისთავისა და გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. 
მის: რუსთაველის გამზ. #11, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics