14:02 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 15:23:08, 511 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: პარლამენტის მოსმენის ასეთი ფორმატი არ მომწონს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, პარლამენტში ეროვნული ბანკის მოსმენა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად არ მოსწონს.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსმენის ასეთი ფორმატი ეროვნული ბანკის პოლიტიზირების საფრთხეს ქმნის.

„ფორმატი, როდესაც ეროვნული ბანკის მოსმენა ხდება, აღმსასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მე დიდად არ მომწონს, ვინაიდან, არის ძალიან დიდი საფრთხე ბანკის პოლიტიზირების. მიუხედავად ამისა, იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული, ეროვნული ბანკის ქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს ყველა ვუპასუხოთ. დღეს კი, ზუსტად ისეთი დღეა, როცა ყველა კითხვაზე პასუხები იქნება გაცემული ეროვნული ბანკის ქმედებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში რამდენიმე წუთში დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა უნდა დაიწყოს, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics