2016-06-14 14:23:59, 3403 ნახვა
კულტურა
ივანიშვილი „სოტბის“ აუქციონზე შეძენილ ფიროსმანის ნახატს ხელოვნების მუზეუმს გადასცემს
ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „სოტბის“ აუქციონზე შეძენილ ფიროსმანის ნახატს „შველი წყლის პირას“ ხელოვნების მუზეუმს გადასცემს.
როგორც ივანიშვილმა „ტექნოპარკში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ტილო აუქციონზე 7 ივნისს შეიძინა.
ცნობისთვის, ნახატი 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. საწყისი ფასი კი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან