2015-02-20 17:12:01, 615 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურების ახალ რეკორდებს ამყარებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალ 1 დოლარის შეძენა 2.1771 ლარად იქნება შესაძლებელი.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0299 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა დღეს 2.4688 ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან