14:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 15:57:08, 749 ნახვა

Lifestyle
ირინა სარიშვილი: აგერ ნახავთ, თუ მომავალი არჩევნებისთვის პირველი ოპოზიციონერი ისევ ბიძინა არ გახდეს

ბიძინა ივანიშვილი ისე დაუწყებს ამ მთავრობას ბრძოლას, გეგონება მე მოვიყვანე. ჯერ არ უქნია ამდაგვარი რამე თუ რა? - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტიკური მოძრაობა "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა კოალიცია „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკელებმა“ დატოვონ.

როგორც სარიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს ბიძინას უნდა ყველაფერში პირველი იყოს.  „მოკლედ ვაი ამ ხუმრობას და მგონი არ ვხუმრობ!“ - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

რესპუბლიკელები ხო მიდიან "ოცნებიდან"? ნუ თუ დღეს არა ხვალ წავლენ...

ალასანია სადაცაა ხო ვიცით?

გირჩები და მომავალი რკოები სად მოიყრიან თავს მაგასაც ხო ვხვდებით?

ალბათ მარგველაც....

ხოდა ბიძინას კიდევ ყველაფერში პირველი ხო უნდა რო იყოს? უნდა...

პირველი მინისტრიდან ხო გახდა პირველი მოქალაქე? გახდა...

პირველი ექსპერტი არის? არის.

პირველი ფილოსოფოსი და ნიცშეს რისხვა ხო არის და არის...

აგერ ნახავთ, თუ მომავალი არჩევნებისთვის პირველი ოპოზიციონერიც არ გახდეს! ადრეც ხო თქვა...

მოკლედ, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, და კიდევ ვინ დაემატება, ჯერ ვერ გეტყვით, სავარაუდოდ მათ "ოპოზიციონერი" ლიდერი ისევ ბიძინა ეყოლებათ!

ისე დაუწყებს ამ მთავრობას ბრძოლას, გეგონება მე მოვიყვანე. ჯერ არ უქნია ამდაგვარი რამე თუ რა?

მოკლედ ვაი ამ ხუმრობას და მგონი არ ვხუმრობ!

 (კრამერ პროწივ კრამერა ნანახი ექნება ალბათ ვოტ ტაკ!)" - წერს ირინა სარიშვილი სოცქსელში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics