14:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 14:50:18, 672 ნახვა

სხვადასხვა
ბი-ბი-სის ჟურნალისტის მტკიცებით, სადახლოს გამშვებ პუნქტზე ასობით ადამიანი რიგში დგას

"ბი-ბი-სის" და "არმენია-ტვ"-ს ჟურნალისტის, მარკ გრიგორიანის მტკიცებით, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან, სადახლოს გამშვებ პუნქტში ასობით ადამიანი რამდენიმე საათია რიგში დგას.

ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ქართველი მესაზღვრეები მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და დამცინავად მიმართავენ. ამასთან, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ათობით მეტრით გადაჭიმული რიგი ქაოს იწვევს, რადგან მესაღზვრეებს, რიგის პრობლემა არ აქვთ მოგვარებული. ნელა მუშაობს საპასპორტო კონტროლი რაც დამატებით ხარვაზებს აჩენს.

სომხეთის მოქალაქეები რამდენიმე საათია სადახლოს გამშვებ პუნქტზე ამაოდ ელოდებიან საქართველოს ტერიტორიის დატოვებას. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები.

ჟურნალისტმა ფოტოც გადაიღო რომელსაც გთავაზობთ. "ექსპრესნიუსმა" კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, უწყების პოზიციას მკითხველს მალე შევთავაზებთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics