2020-03-25 11:05:03, 5079 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდის გამო, მადრიდში დახურული საციგურაო დარბაზი პროზექტურად გადაკეთდება
ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა გაზრდილი რაოდენობის გამო, მადრიდის მთავრობის გადაწყვეტილებით დახურული საციგურაო დარბაზი, დროებით პროზექტურად გადაკეთდება, - აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ადმინისტრაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას „დროებით და ექსტრაორდინალურ ნაბიჯს“ უწოდებს.
ამ დროისთვის, ესპანეთში კორონავირუსით 2 991 ადამიანია გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი, 42 058-ს აღწევს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან