2020-03-22 23:27:02, 5269 ნახვა
ომი უკრაინაში
79 წლის ესპანელ ტენორს პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა
ესპანელ ტენორს პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ლეგენდარულმა მომღერალმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
"ჩემი მოვალეობაა, შეგატყობინოთ, რომ კორონავირუსის ტესტი პოზიტიური აღმოჩნდა. მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიდეთ ტესტის აღება და დადებითი პასუხი მხოლოდ მე აღმომაჩნდა. ამჟამად ყველანი ვიმყოფებით ერთმანეთისგან იზოლირებული. ძალიან გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდეთ ვირუსის გავრცელებას, მიჰყევით სპეციალისტების რჩევებს". - წერს ტენორი.
ოპერის ცნობილი ტენორი 79 წლისაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,