2020-03-13 13:50:25, 12682 ნახვა
სპორტი
წლევანდელ ევროპი საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარება 2021 წლისთვის იგეგმება
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ივნის-ივლისში იყო დაგეგმილი, ახლა კი მის გადატანას 2021 წლისთვის გეგმავენ.
თებერვლის ბოლოს, საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ ჩემპიონატი გაწერილი გრაფიკის მიხედვით დაიწყება, პირველი ეტაპი კი 12 ივნისს, რომშია დაგეგმილი.
"უეფა" აცხადებს, რომ მათ მუდმივი კავშირი აქვთ საერთაშორისო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით.
12 მარტს, ფრანგულმა გაზეთმა "L'Équipe" - მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "უეფა" ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის მატჩების გადადების საკითხს საბოლოოდ 17 მარტს გადაწყვეტს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,