|
2015-07-28 16:10:07, 659 ნახვა
სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით მოქალაქე გივი ქ. დააკავეს შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ გივი ქ. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით მოქალაქეს დაჰპირდა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2734 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 13 000 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)