06:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 12:37:20, 663 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: სოციალურად მიმართული სუბსიდირება, ძალიან მიღებული მეთოდია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად მიმართული სუბსიდირება არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაშიც ძალიან მიღებული მეთოდია.

როგორც სერგეენკომ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სოციალურად დაუცველებისთვის სუბსიდირების სქემის შემუშავება უახლოეს საათებში დასრულდება.

„რაც შეეხება კორექტირებული ტარიფების სუბსიდირებას, რამდენად გამართლებულია, სოციალურად მიმართული სუბსიდირება ძალიან მიღებული მეთოდია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაშიც. რაც შეეხება იმას, ბიუჯეტი გაუძლებს თუ არა, უახლოეს საათებში მოხდება საბოლოო შეჯამება. გუშინაც გვქონდა ამაზე კონსულტაციები იმისათვის, რომ სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ ეს ცვლილებები არანაირი სახით არ იგრძნონ და ტვირთად არ დააწვეთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 460 ათასამდე სოციალურად დაუცველია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics