2015-07-16 16:55:15, 3181 ნახვა
კულტურა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურა ბალანჩივაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზურა ბალანჩივაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა.
"მიხარია, რომ საღამო შედგა და ორმაგად გახარებული ვარ, რომ თქვენც ისიამოვნეთ. მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომ თავისი შეაანიშნავი სივრცე დამითმო, მადლობა მეგობრებს, რომლებიც ორგანიზებაში მეხმარებოდნენ და მადლობა თქვენ, ვინც მობრძანდით. ჩვენ ერთად ვამკვიდრებთ ახალ ჟანრს ხელოვნებაში" -განაცხადა ზურაბ ბალანჩივაძემ.
ბალანჩივაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა ხვალ იხურება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან