2019-06-10 21:19:53, 5003 ნახვა
სპორტი
რომელ ადგილზეა განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი?
ATP-ის ახალი რეიტინგის მიხედვით ნიკოლოზ ბასილაშვილი 1970 ქულით მსოფლიოს მე-17 ჩოგანია. ქართველ ჩოგბურთელს რეიტინგში ერთადგილიანი რეგრესი აქვს. ამ ეტაპამდე ბასილაშვილის მსოლიოს მე-16 ჩოგანი იყო, რაც მის კარიერის რეკორდს წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებები როლან გაროსი ს ტურნირმა გამოიწვია, სადაც ბასილაშვილი მსოფლიოს 79-ე ჩოგანთან, არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროსთან სამ სეტში დამარცხდა (4:6, 1:6, 3:6).
გეტყვით იმასაც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი შტუტგარტის ტურნირი იქნება, სადაც მეოთხე ნომრად იქნება განთესილი.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან