15:37 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 15:50:26, 743 ნახვა

სხვადასხვა
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. ინფორმაციას ეთერ კაკულიას ახლობლები ადასტურებენ. მომღერლის მეგობარი რაულ ქირია, სოციალურ ქსელში წერს "ჩემი ეთერი აღარ არის"

შეგეხსენებთ, ეთერ კაკულია კიბოთი იყო დაავადებული და მიუხედავად, მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეთერ კაკულია დაიბადა 1948 წელს იგი იყო, ესტრადის მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983). მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ს. ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კ. პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან ტელერადიოკორპორაციის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.

ეთერ კაკულიას თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics